|
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ და ,,შ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, |
| მუხლი 1 |
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 19.08.2009წ., №103, მუხ. 1151) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,6. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობის, ასევე ნაპირდაცვის, ნაპირაღდგენის და სხვა სახის სამუშაოების ფარგლებში დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ქონების მესაკუთრეებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების შეთანხმების მიზნით აწარმოოს მოლაპარაკებები: ა.ა) გააფორმოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულებები და სათანადო წესით დაარეგისტრიროს სახელმწიფო საკუთრებად; ა.ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებელობის შესაბამისად გააფორმოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვისი საკუთრებით სარგებლობის ან/და სხვა სახის ხელშეკრულებები; ბ) ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ქონების მესაკუთრეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, დეპარტამენტის ფინანსური რესურსების ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი ანაზღაურება (მათ შორის, შესაბამისი კომპენსაციების გაცემა).“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|