საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 705
2007 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე
ადგილობრივი წყლის კომპანიების მიერ 2007 წლის ოქტომბერში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით ადგილობრივი წყლის კომპანიების მხარდაჭერის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს გამოუყოს 576 450 (ხუთას სამოცდათექვსმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი დანართის მიხედვით.
ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე
დანართი
| მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები | თანხა (ლარობით) |
| ქობულეთის მუნიციპალიტეტი | 7,000 |
| თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი | 310,000 |
| ჭიათურის მუნიციპალიტეტი | 15,000 |
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტი | 36,000 |
| თერჯოლის მუნიციპალიტეტი | 5,000 |
| ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი | 2,450 |
| თვითმმართველი ქალაქი რუსთავი | 200,000 |
| ცაგერის მუნიციპალიტეტი | 1,000 |
| სულ | 576,450 |