შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
59
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016481
შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №59

2014 წლის 1 6 იანვარი

ქ. თბილისი

შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფოშესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს ,,გუდაურის განვითარების სააგენტომ” 2013-2014 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებიდან შპს ,,გუდაურის განვითარების სააგენტოსათვის“ გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში და საკუთარი შემოსავლებით , გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს შემდეგი საქონლისა და მომსახურების შესყიდვა:

ა) გუდაურში არსებული საბაგიროებისა და გონდოლას გამართული მუშაობისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების,ტექნიკური მომსახურებისა და ტექნიკური დათვალიერების შესყიდვა;

ბ) საბაგიროების გამშვები სისტემის სათადარიგო ნაწილების, პროგრამული პაკეტების,  ბილეთების დამზადებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა;

გ) თოვლსატკეპნი მანქანისა (სპეცტექნიკა) და მისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე მისი ტექნიკური მომსახურების, გამართვისა და  ექსპლუატაციის მომსახურების შესყიდვა.

2. ,, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,, გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გა სა ფორმებ ე ლი ხელშეკრულებ ებ ის მიმართ არ გავრცელდეს აღნიშნ უ ლი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

 

პრემიერ -მინისტრიი . ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია