ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
691
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-11-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 691

2007 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „ საქართვე­ლოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები­სათვის“ გა­თვალისწინებული ასიგნებებიდან ინფრასტრუქტურის ნორ­მალური ფუნქციონირებისათვის, კერძოდ, გზების მოხრეშვის, ხიდების გამაგრებისა და რეაბილიტაციის, ნაპირსამაგრი, სასმე­ლი წყლის მიწოდების, აგრეთვე საცხოვრებელი ბინების გადახურვისა და გარე განათების მოწყობის სამუშაოთა შესა­სრულებლად გამოუყოს 1 430 000 (ერთი მილიონ ოთხას ოცდაათი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 665 000 (ექვსას სამოცდახუთი ათასი) ლარი;

ბ) მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 245 000 (ორას ორმოცდახუთი ათასი) ლარი;

გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 190 000 (ას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი;

დ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი;

ე) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი;

ვ) აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი.

2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება მიეცეთ მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულებას კონტროლი დაუწესოს საქართველოს ფინანსთა სამინის ტრომ, ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხო­როწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტები და თვით­მმართველი ქალაქი ფოთი) ზ. გოროზიას.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                  გ. ბარამიძე

კრებსითი — სრული ვერსია