საქართველოს მთავრობის
განკარგულება №829
2013 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ქონების შპს „ქართული ტრადიციისათვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 სექტემბრის №643 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტის მოწონებისა და სს „შატო მუხრანისა“ და ფიზიკურ პირ - მამუკა ხაზარაძის (შპს „ქართული ტრადიციის“ უფლებამონაცვლეები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან 2009 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში) მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ ზ “ , „ თ “ და „ ი “ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს „ სახელმწიფო ქონების შპს „ ქართული ტრადიციისათვის “ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 სექტემბრის №643 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე “ საქართველოს პრეზიდენტის გან კარგულების პროექტი .
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხ ლის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკ ური განვითარების სამინისტროს მიერ შპს „ ქართულ ტრადიციასთან “ (უფლებამონაცვლეები სს „ შატო მუხრანი “ და ფიზიკური პირი - მამუკა ხაზარაძე) 2009 წლის 15 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულები ს საფუძველზე 2013 წლის 22 აპრილის მდგომარეობით მყიდველზე დაკისრებული ან/და და საკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან გათავისუფლების თაობა ზე , იმ პირობით, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალის წი ნებულ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში ცვლილების შე ტანის საფუძველზე სს „ შატო მუხრანი “ და ფიზიკური პირი ‑ მამუკა ხა ზა რაძე 2013 წლის პირველ ოქტომბრამდე უზრუნველყოფენ 2009 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე დამატებით 250 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას .
3. „ სახელმწიფო ქონების შპს „ ქართული ტრადიციისათვის “ კონ კუ რენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრი ვატიზების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 სექტემ ბრის №643 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე “ საქართვე ლოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს.
4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შე მავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ‑ სახელმწიფო ქონე ბის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები .
პრემიერ ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი