ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
243
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-03-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №243

2013 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული მძიმე სოციალური და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ანაზღაურდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლისა და „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურებული ბუნებრივი გაზის მოცულობების ზემოთ 2012 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ამ მუხლებით სუბსიდირებული მომხმარებლების მიერ მოხმარებული და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის არასუბსიდირებული მოსახლეობის (აბონენტების) მიერ, ამავე პერიოდში, საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანება.

2. პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში 208 647,43 ლარის გამოყოფა.

3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს პირველი პუნქტის შესაბამისად შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი ქართლთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და მის მიერ წარმო­დ­გენილი და ყაზბეგის მუნიციპა­ლიტეტის გამგეობების მიერ სათანადოდ დამოწმებული ანგარიშის საფუძველზე, მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი თანხის ფარგლებში დავალიანების ანაზღაურება.

პრემიერ-მინისტრი                                                   ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია