საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
822
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-07-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №822

2013 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

ს აქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრას ტრუქ ტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწ ყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

 1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ს აქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრას ტრუქ ტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწ ყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში –დეპარტამენტი) მიერ გამოცხადებულია ტენდერი საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი)–სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე (სატენდერო განაცხადის ნომერი SPA130015226).

2. საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი)–სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დეპარტამენტს მიენიჭოს უფლებამოსილება ამ განკარგულების პირველი პუნქტით გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტაზე და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, დეპარტა მენტმა გამარტივებული შესყიდვით განახორციელოს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი)–სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია