„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №117 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
820
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-07-24
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №117 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №820

2013 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის „საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის № 117 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის „საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის № 117 განკარგულებაში და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 2 3-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანეობზე − საგანმანათლებლო რესურსცენტრებზე არ გავრცელდეს ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 201 3 წლის 1 ივლისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრების შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 188 ერთეულით.“.

პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია