ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
686
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-11-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 686

2007 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები­სათვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) გამოუყოს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 610 000 (ექვსას ათი ათასი) ლარი შემდეგი სამუშაოების შესასრულებლად:

ა) ქუბრიაანთკარი-ბულაჩაური-აბანოსხევი-წითელსოფელი-ჭოპორტის ბუნებრივი აირის ქსელის რეაბილიტაციისათვის (1200 კომლი),  ღირებულება – 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლა­რი;

ბ) დაბა ფასანაურის ბუნებრივი აირის ქსელის რეაბი­ლიტაციისათვის (550 კომლი), ღირებულება – 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი;

გ) არაგვისპირი-ჟინვალის ბუნებრივი აირის ქსელის რეაბილიტაციისათვის (1400 კომლი), ღირებულება­ – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

დ) გზის მოხრეშვისათვის: შუახევში (2 კმ.), კადოეთში (1.5 კმ.), მჭადიჯვარი-ძალისში (6 კმ.), წილკანი-ებნისი-ჭილურტში (6 კმ.), ღირებულება – 110 000 (ას ათი ათასი) ლარი.

2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისადб უფლება მიეცეთ მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულებას კონტროლი დაუწესოს საქართველოს ფინანსთა სამინსიტრომ, ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუ­ბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტო­რიულ ერთეულებში (მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) ვ. მაღლაფერიძეს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                  გ. ბარამიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია