2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის დადებულ მემორანდუმში და 2011 წლის 23 დეკემბერს შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
206
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის დადებულ მემორანდუმში და 2011 წლის 23 დეკემბერს შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №206

2013 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის დადებულ მემორანდუმში და 2011 წლის 23 დეკემბერს შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს ნავ­თობისა და გაზის კორპორაციას“, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი 2011 წლის 23 დეკემბრის მემორანდუმში და 2011 წლის 23 დეკემბრის გა­ზის მიწოდების ხელშეკ­რულებაში ცვლილებების შეტანის შესა­ხებ.

2. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქ­მიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესა­ბა­მი­სად შეთანხმებას საქარ­თ­ველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქა­რ­თ­ველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალა­ძემ.

3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამი­ნის­ტ­რომ უზრუნველყოს შესაბამის კომპანიებთან მემორა­ნდუ­მის გაფორმება პირველ პუნქტში მითითებული შეთანხმების შესა­ბამისად 2013 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 1 იანვრამდე პერი­ო­დ­ში, საყოფაცხოვრებო მომხ­მარებელი ფიზიკური პირების (აბონე­ნტების) მიერ გადასახდელი 1 კბ/მ. ბუნებრივი გაზის საფასურის 0,05 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით შემცირების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი                                                   ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია