საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 670
2007 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ ქ. თბილისში, ინგოროყვას ქ. № 22-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ. თბილისის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ “ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ ქ. თბილისში, ინგოროყვას ქ. № 22-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ. თბილისის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ “ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 30 ოქტომბრის № 1-1/1682 ბრძანება).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი