საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 669
2007 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ ქ. თბილისში, მაჩაბლის ქ. № 16-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ. თბილისის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ ქ. თბილისში, მაჩაბლის № 16-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ. თბილისის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 30 ოქტომბრის № 1-1/1683 ბრძანება).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი