საქართველოს მთავრობის
განკარგულება №195
2013 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსა ხორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის განსაზღვრული „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი – 39 04 01) ასიგნებათა ფარგლებში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს შემდეგი სახელმწიფო შესყიდვები:
ა) „არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები;
ბ) ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ინტეგრაციის“ ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები;
გ) ,,საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები;
დ) „ინტელექტის დღის“ განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები;
ე) „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში 2013 წელს დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი კვალიფიკაციისა და ცოდნის მქონე ექსპერტების/სპეციალისტების მომსახურების შესყიდვები.
2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შედეგად შესყიდული მოძრავი ნივთების საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესების თანახმად;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შედეგად შესყიდული მოძრავი ნივთების შესაბამისი ორგანიზაციებისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესების თანახმად.
პრემიერ‑ მინისტრი ბ. ივანიშვილი