საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
193
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-02-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №193

2013 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე

1. ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დამტკიცებული „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამით (პროგრამული კოდი 25 03) და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №549 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში მყარი ნარჩენების მართვა” ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი 25 03 09) გათვალისწინებული ასიგნებების (ეკონომიკური კლასიფიკაციით – ფინანსური აქტივების ზრდა) შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისათვის“ (შემდგომში – კომპანია) გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე, 69-ე მუხლების შესაბამისად უზრუნველყოს „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება კომპანიასთან.

2. სამინისტრო კომპანიას თანხებს გადაურიცხავს ეტაპობრივად, კომპანიის საჭიროების მიხედვით.

3. სამინისტრო უზრუნველყოფს კომპანიის კაპიტალის გაზრდას გადარიცხული თანხის ოდენობით.

4. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ თითოეული გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ, ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                                   ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია