საქართველოს მთავრობის
განკარგულება №720
2013 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა (საქსტატი) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდს ( UNICEF) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე
,,აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის № 126 დადგენილების საფუძველზე მოწონებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირი ს – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდს ( UNICEF) შორის გასაფორმებელი 2013/007 საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი