სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აუცილებელი მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
192
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-02-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აუცილებელი მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №192

2013 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აუცილებელი მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

1. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი განხორციელების მიზნით , სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ, („საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი, პროგრამული კოდი 29 02) შესაბამისი სატენდერო პროცედურების დასრულებამდე, სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და ვრცელდება 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ‑მინისტრი                                                                      ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია