„თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №92 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1049
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №92 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1049

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის  გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის № 92 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის № 92 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. ქალაქ ფოთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველი ქალაქი ფოთის მერიას ფოთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის აღდგენის ფონდისათვის გადასაცემად გამოუყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი. “ .  

  პრემიერ-მინისტრი                                                                         ნ. გილაური

                                  

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია