ქარელის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1040
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
ქარელის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1040

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქარელის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარა­ლებული იმ ოჯა­ხებისათვის, რომლებიც ვერ ახერხებენ მათ სიახლოვეს არსებული ტყეკაფების გამოყენებას, ალტერნა­ტიული ტყეკა­ფე­ბი­დან შეშის ტრანსპორტირების მიზნით, თი­თო ოჯახისათვის  60 ლიტრი დიზელის საწვავის შესაძენად საქართველოს ფი­ნანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანო­ნით გათვალის­წინებუ­ლი საქართველოს მთავრობის სარე­ზერვო ფონდიდან ქარე­ლის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 120 060 (ას ოცი ათას სამო­ცი) ლარი. 

2. განკარგულების შესრულების კონტროლი თავიანთი კომ­პეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს ად­მინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქა­რელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუ­ნე­ბულმა – გუბერნატორმა ვ. ვარძელაშვილმა და საქარ­თვე­ლოს ფინანსთა სამინისტრომ.  

პრემიერ-მინისტრი                                                                           ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია