საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1039
2009 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 ოქტომბრის № 710 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად , „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 ოქტომბრის № 710 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. სესხის დაბრუნების საბოლოო ვადად განისაზღვროს 2011 წლის 31 დეკემბერი. “ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური