საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 661
2007 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს მწერალთა კავშირის ბალანსზე რიცხული შენობების საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის № 50 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ საქართველოს მწერალთა კავშირის ბალანსზე რიცხული შენობების საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის № 50 განკარგულება.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი