საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
164
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-02-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №164

2013 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შე­სა­ბა­მი­სად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - ღვინის ეროვნულ სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და სსიპ - ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს 56 ერთეულით.

პრემიერ-მინისტრი                                                   ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია