საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 657
2007 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხების ნაწილის შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის “ გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით:
1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულებით შპს „ მტკვარი ენერგეტიკისათვის “ , შპს „ ყაზტრანსგაზ-თბილისის “ , შპს „ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის “ , სს „ იტერა საქართველოსა “ და სს „ ენერჯი-ინვესტისათვის “ გაცემული სესხებიდან 2007 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით დასაბრუნებელი 100 067 506 ლარი სესხიდან 38 246 731 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეთ ზემოაღნიშნულ კომპანიებს, ხოლო 61 820 775 ლარის დაბრუნების ვალდებულება გადაეკისროს შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას “ , კერძოდ:
ა) შპს „ მტკვარი ენერგეტიკაზე “ რიცხული 12 826 781 ლარი სესხიდან 81 361 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს „ მტკვარი ენერგეტიკას “ , ხოლო 12 745 420 ლარის დაბრუნების ვალდებულება გადაეკისროს შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას “ ;
ბ) შპს „ ყაზტრანსგაზ-თბილისზე “ რიცხული 56 524 661 ლარი სესხიდან 15 312 805 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს „ ყაზტრანსგაზ-თბილისს “ , ხოლო 41 211 856 ლარის დაბრუნების ვალდებულება გადაეკისროს შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას “ ;
გ) შპს „ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაზე “ რიცხული 16 088 840 ლარი სესხიდან 14 749 405 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს „ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას “ , ხოლო 1 339 435 ლარის დაბრუნების ვალდებულება გადაეკისროს შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას “ ;
დ) სს „ იტერა საქართველოზე “ რიცხული 13 862 466 ლარი სესხიდან 8 017 554 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს სს „ იტერა საქართველოს “ , ხოლო 5 844 912 ლარის დაბრუნების ვალდებულება გადაეკისროს შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას “ ;
ე) სს „ ენერჯი-ინვესტზე “ რიცხული 764 758 ლარი სესხიდან 85 606 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს სს „ ენერჯი-ინვესტს “ , ხოლო 679 152 ლარის დაბრუნების ვალდებულება გადაეკისროს შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას “ .
2. შპს „ მტკვარი ენერგეტიკამ “ , შპს „ ყაზტრანსგაზ-თბილისმა “ , შპს „ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ “ , სს „ იტერა საქართველომ “ და სს „ ენერჯი-ინვესტმა “ 2007 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით სესხზე დარიცხული პროცენტი, დარჩენილი სესხი და 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დარჩენილ სესხზე დარიცხული პროცენტი დაფარონ 2008 წლის 1 იანვრამდე.
3. შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ “ გადაკისრებული სესხი და მასზე 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დარიცხული პროცენტი დაფაროს 2010 წლის 1 იანვრამდე.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) ამ განკარგულების პირობების შესაბამისად უზრუნველყონ შპს „ მტკვარი ენერგეტიკასთან “ , შპს „ ყაზტრანსგაზ-თბილისსთან “ , შპს „ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასთან “ , სს „ იტერა საქართველოსთან “ , სს „ ენერჯი ინვესტსა “ და შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან “ ხელშეკრულებების გაფორმება, რომელთა საფუძველზეც გაუქმდება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად შპს `მტკვარი-ენერგეტიკასთან “ 2007 წლის 4 იანვარს გაფორმებული 01.01-8296, შპს „ ყაზტრანსგაზ-თბილისთან “ 2007 წლის 22 იანვარს გაფორმებული 04.01-8296, შპს „ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასთან “ 2007 წლის 17 იანვარს გაფორმებული 02-03.01-8296, სს „ იტერა საქართველოსთან “ 2007 წლის 16 იანვარს გაფორმებული 02-02.01-8296, სს „ ენერჯი ინვესტთან “ 2007 წლის 20 აპრილს გაფორმებული 35.04-8296 ხელშეკრულებები.
5. ქვეყანაში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასების სტაბილიზაციის მიზნით შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ “ უზრუნველყოს ბუნებრივი აირის რეალიზაცია საბითუმო მომწოდებლებისათვის საშუალო შეწონილ ფასად – 167 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით, ხოლო თბოელექტროსადგურებისათვის ელექტროენერგიის საწარმოებლად – 143 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით.
6. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ა. ხეთაგურმა.
7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი