საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 6 47
2007 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის სპეციალური სტატუსის განსაზღვრის შესახებ
1. „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები განისაზღვროს იმ ორგანიზაციებად, რომლებზეც არ ვრცელდება „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი