„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5985
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-03-21
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-04
სარეგისტრაციო კოდი
210.020.120.05.001.003.192
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 47) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის შესაბამისად, საკონსულო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება აშშ დოლარებში. იგი გადაიხდება აშშ დოლარებით ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტით. ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის აშშ დოლარის მიმართ კონვერტაციის ფიქსირებულ კურსად გამოიყენება წინა საფინანსო წლის 1 დეკემბრამდე აშშ დოლარის მიმართ ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის საბაზრო მაქსიმალური გაცვლითი კურსი. არა უგვიანეს ყოველი საფინანსო წლის 10 დეკემბრისა საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნის ინფორმაციას შესაბამისი პერიოდისათვის აშშ დოლარის მიმართ საერთაშორისო საინფორმაციო სისტემებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის გაცვლითი კურსის შესახებ.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 21 მარტი.

№5985–რს

კრებსითი — სრული ვერსია