|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №19, მუხლი 241) დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის” (დანართი №2): |
1.
141 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.“. |
2.
22-ე მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„9. ამ წესის 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში არაუგვიანეს 2014 წლის 1 თებერვლამდე წარდგენის შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა განხორციელდება 2014 წლის 1 იანვრის პერიოდიდან.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|