|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ სააქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ დებულება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ასევე გამოქვეყნდეს „ზღვაოსანთა უწყებებში“, ლოციებსა და სხვა სახელმძღვანელოებში, რომლებიც გამოიყენება ნაოსნობისთვის. |
| მუხლი 3 |
ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს ძალადაკარგულად გამოაცხადოს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №380 ბრძანებულება „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|