|
,,თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის №24/35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის №24/35 დადგენილებაში (სსმ, 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016184), კერძოდ: |
1.
დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა ,,ხელმოწერისთანავე“ შეიცვალოს სიტყვით ,,გამოქვეყნებისთანავე“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“. |
2.
დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა,“ „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა ,,როცა“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.ა) A= 12,0 ათ.ლარს (არაუმეტეს 70 მოსწავლე), ა.ბ) A= 14,0 ათ. ლარს (მოსწავლეთა რაოდენობაა 70-დან 150-მდე), ა.გ) A= 16,0 ათ. ლარს (მოსწავლეთა რაოდენობაა 150-დან 250-მდე),“ . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე . |
|