აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №4
2014 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
„განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 19 ნოემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 19 ნოემბრის №20 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 22/11/2013, 010340000.32.061.016052) შეტანილ იქნეს ცვლილებება და დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შეიქმნას მინისტრის აპარატის სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ვ. ზაქარაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
მ. ფარფალია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;
გ. ეზუგბაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
დ. გაბეჩავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;
რ. ცინარიძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია