საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016399
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 21

2014 წლის 10 იანვარი

 ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუფერხებელი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიას გამოუყოს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                             ირაკლი ღარიბაშვილი         

 

 

კრებსითი — სრული ვერსია