შპს „თელავის ცენტრალური საავადმყოფოს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
20
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016398
შპს „თელავის ცენტრალური საავადმყოფოს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 20

2014 წლის 10 იანვარი

 ქ. თბილისი

შპს „თელავის ცენტრალური საავადმყოფოს“ საქმიანობის ხელშესაწყობად   რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

    1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „თელავის ცენტრალური საავადმყოფო“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს“ შორის 2012 წლის 27 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.2.3 ქვეპუნქტის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.

    2.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალის­წინებული შესაბამისი ღონისძიებები .

 

პრემიერ‑მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია