საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების და „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016391
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების და „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1

2014 წლის 3 იანვარი

 ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების  და „საქართველოს 201 4 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 2 3-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების   თაობაზე

1. „საქართველოს 201 4 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 2 2-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს დანართის მიხედვით.

2. „ საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატზე არ გავრცელდეს „ საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2014 წლის განმავლობაში ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განისაზღვრ ოს 15 ერთეულით.

3. განკარგულება ძალაშია 201 4 წლის 8 იანვრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              ირაკლი ღარიბაშვილი                  

 

 

 

 

                            დანართი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები

 

 

 

თანამდებობის დასახელება

რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო ერთ ერთეულზე

მინისტრი

1

3,540

მინისტრის პირველი მოადგილე

1

2,950

მინისტრის მოადგილე

3

2,720

დეპარტამენტის უფროსი

11

2,150

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

10

1,700

მინისტრის მრჩეველი

6

1,900

მრჩეველი

2

1,500

სამმართველოს უფროსი

12

1,600

მთავარი ბუღალტერი

1

1,450

მთავარი სპეციალისტი

56

1,180

უფროსი სპეციალისტი

24

950

სპეციალისტი

8

830

მინისტრის თანაშემწე

2

1,180

თანაშემწე

4

830

სულ ჯამი

141

 

 

კრებსითი — სრული ვერსია