წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილ თანხაზე უფლების მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2229
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016383
წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილ თანხაზე უფლების მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2229

2013 წლის 31 დეკემბერი

 ქ. თბილისი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილ თანხაზე უფლების მიცემის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცენტრალური ნაწილის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის № 2007 განკარგულებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 500.0 ათასი ლარი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, რომლიდანაც აუთვისებელი დარჩა 1 435.8 ათასი ლარი.

2. მიეცეს უფლება წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული რესურსი – 1 435.8 ათასი ლარი მიმართოს ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის დამატებითი სამუშაოე­ბისათვის.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია