საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2224
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვა ზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და სსიპ – ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვროს შტატით გათვალისწი ნებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო ების წლიური ოდენობის არაუმეტეს 40%-ისა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი