„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №2089 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2221
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016377
„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №2089 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2221

2013 წლის 31 დეკემბერი

 ქ. თბილისი

      ,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის № 2089 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის № 2089 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1 . მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი), ,,მესტიის აეროპორტის განვითარებისათვის განსახორციელებელი დამატებითი სამუშაოების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 ოქტომბრის № 1984 განკარგულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებისათვის საჭირო ღონისძიებები დაასრულოს 2014 წელს.”;

ბ) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება 2013 წელს განხორციელდეს 2013 წლის შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით დეპარტამენტისათვის გამოყოფილი შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, ხოლო 2014 წელს შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.” .

 

პრემიერ-მინისტრი                                ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია