საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2201
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და ტუნისის რესპუბლიკის მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტების გაცვლის გზით, გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ტუნისის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი