„გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკისა და სოფლის ამბულატორიების მშენებლობის დასაფინანსებლად სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1117 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2191
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016457
„გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკისა და სოფლის ამბულატორიების მშენებლობის დასაფინანსებლად სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1117 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2191

2013 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკისა და სოფლის ამბულატორიების მშენებლობის დასაფინანსებლად სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს № 1117 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკისა და სოფლის ამბულატორიების მშენებლობის დასაფინანსებლად სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს № 1117 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 3 1   პუნქტი:

„3 1 . შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ამბულატორიების სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით, პროექტის შესრულებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან“.

პრემიერ-მინისტრი                                  ი . ღარიბაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია