იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ობიექტზე გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2150
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016428
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ობიექტზე გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2 150

2013 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ობიექტზე გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ქ. მარნეულში 20 იანვრის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების შენობის გარე წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე მიერთებისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი 34 02 02) მიმართოს 1 656 (ათას ექვსას ორმოცდათექვსმეტი)ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვით.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია