საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2 14 6
2013 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 17 დეკემბრის № 2471 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 17 დეკემბრის № 2471 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განისაზღვროს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ გამგეობა შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარე;
შალვა ფიფია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე;
დავით ნარმანია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სააგენტოს გამგეობის წევრი;
ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სააგენტოს გამგეობის წევრი;
გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, სააგენტოს გამგეობის წევრი;
დავით ნატროშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს გამგეობის წევრი;
დავით გალეგაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს გამგეობის წევრი;
ილია კვიტაიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს გამგეობის წევრი;
იური ნოზაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს გამგეობის წევრი.“.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი