არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2144
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016406
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2 144

2013 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:

ა) „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული ქვეპროგრამების: „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლება“ (პროგრამული კოდი 37 01 03) და „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაცია“ (პროგრამული კოდი 37 01 04) ფარგლებში  აუთვისებელი თანხებიდან  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე მიმართოს  შეღავათიანი აგროკრედიტის დაფინანსებისათვის 6 586 300 (ექვსი მილიონ ხუთას ოთხმოცდაექვსი ათას სამასი) ლარი და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებებისათვის  22 400 000 (ოცდაორი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი ;

ბ) 2014 წლის 15 იანვრამდე საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს  შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობები.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №22 განკარგულების თანახმად გადარიცხული თანხიდან 25 100 000 (ოცდახუთი მილიონ ასი ათასი) ლარი მიიმართოს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 და „იაპონური გრანტის 2KR - ის ფარგლებში საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2587 განკარგულებების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გაფორმებული ლიზინგისა და სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში აღებული 2014 წლის ვალდებულებების დასაფარად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს ცვლილების განხორციელება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტში.

პრემიერ -მინისტრი                                                    ი . ღარიბაშვილი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია