შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 თებერვლის №3 დადგენილებით დამტკიცებულ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში (სსმ, 12.02.2013 წ. 0010260020.35.153.016143.), კერძოდ:
-
1. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „პ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ“. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.".
-
2. მე-14 მუხლს დაემატოს მე-16 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური უზრუნველყოფს: მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებასა და კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას.".
|