„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
06
მიმღები ორგანო
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი
2014-01-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-15
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016067
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №06

2014 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჰაერო  ხომალდის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის №142 ბრძანებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge 20/08/2013, 310150000.54.066.016044) „საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე–4 მუხლის:

ა) მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები სააგენტოს წარედგინება დედნის ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლის სახით, როგორც მატერიალური ასევე ელექტრონული ფორმით.“.

 ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–5 და მე–6 პუნქტები:

„5. სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტო ამ მუხლით გათვალისწინებულ განცხადებასა და შესაბამის თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ უგზავნის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს, განმცხადებლის, მისი დამფუძნებლების, მმართველი პირებისა და განმცხადებელთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირების რეპუტაციის, სანდოობისა და საიმედოობის შესწავლისა და შემოწმების მიზნით.

6. ამ მუხლის მე–5 პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ განხორციელებული შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო იღებს ამ წესის მე–7 მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის გადაწყვეტილებას.“

2. მე–7 მუხლის მე–2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ წესის მე–4 მუხლის მე–5 პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ განხორციელებული შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიღებული უარყოფითი ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რასაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში."

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის  1 იანვრიდან.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია

კრებსითი — სრული ვერსია