საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 987
2009 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს მთავრობას და კონტინენტალ ენერჯი ლტდ.-ს შორის საქართველოში ,,ხუდონის “ ჰიდროელექტროსადგურის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ “ 2007 წლის 29 ივნისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ “ შეთანხმების პროექტის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს ,,საქართველოს მთავრობას და კონტინენტალ ენერჯი ლტდ.-ს შორის საქართველოში ,,ხუდონის “ ჰიდროელექტროსადგურის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ “ 2007 წლის 29 ივნისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ “ შეთანხმების პროექტი .
2. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად , შეთანხმებას ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ა. ხეთაგურმა.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური