საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 970
2009 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური