საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 965
2009 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
ნ. ფრუიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: „ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ , „ სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ და „ სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ “ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე “ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური