„ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
939
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 939

2009 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვ­ლე­ბის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად:

1. თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს მიეცეს თანხმობა „ ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების არა­უ­მე­­ტეს 1 კალენდარული წლით დროებითი შეზღუდვისა და შეზ­­ღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირე­ბის განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე.

2. ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვის პერიოდში „ ძველი ბათუმის“ ტერიტორიაზე მშენებლობა, რე­კონს­ტრუქცია და დემონტაჟი განხორციელდეს მხოლოდ ამ პერიოდისათვის დადგენილი ქალაქთმშენებლობის რეგული­რე­ბის განსაკუთრებული რეჟიმით გათვალისწინებულ შემთხვე­ვებ­ში, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერის დასაბუთე­ბული წერილობითი წინადადების საფუძველზე, აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შექმნილი დროებითი კო­ლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს – განაშენიანების რე­­გუ­­­ლირების საბჭოს გადაწყვეტილებით.

პრემიერ-მინისტრი                                                               ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია