ტექნიკური რეგლამენტის „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე მცენარეთა ახალი ჯიშების მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების“ დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-14
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017610
ტექნიკური რეგლამენტის „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე მცენარეთა ახალი ჯიშების მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების“ დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №22

2014 წლის 3 იანვარი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე მცენარეთა ახალი ჯიშების მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი, მეხუთე ნაწილების, 104-ე მუხლის მეორე ნაწილის, და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:

 ა) ტექნიკური რეგლამენტი - განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე ცერცველას (Vicia faba L. Var. minor) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნები და გამოცდის მეთოდები (დანართი №1, №1ა);

ბ) ტექნიკური რეგლამენტი - განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე მუხუდოს (Cicer arietinum L) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნები და გამოცდის მეთოდები (დანართი №2, №2ა);

გ) ტექნიკური რეგლამენტი - განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე ოსპის (Lens culinaris Medic) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნები და გამოცდის მეთოდები (დანართი №3, №3ა);

დ) ტექნიკური რეგლამენტი - განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე სოიას (Glycine max (L.) Merrill) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნები  და გამოცდის მეთოდები (დანართი №4, №4ა);

ე) ტექნიკური რეგლამენტი - განსხვავებულობაზე,  ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე ლობიოს (Phaseolus vulgaris L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნები  და გამოცდის მეთოდები (დანართი №5, №5ა);

ვ) ტექნიკური რეგლამენტი - განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე თუთის (Morus alba L)  ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნები და გამოცდის მეთოდები (დანართი №6, №6ა);

ზ) ტექნიკური რეგლამენტი - განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ხახვის (Allium cepa L.) და ჭლაკვის (Allium ascolonicum L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნები და გამოცდის მეთოდები (დანართი №7, №7ა);

თ) ტექნიკური რეგლამენტი - განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე კომბოსტოს (Brassica oleracea L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნები და გამოცდის მეთოდები (დანართი №8, №8ა).

მუხლი 2
ძალადაკარულად გამოცხადდეს  „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე მცენარეთა ახალი ჯიშების მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“,   საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 აპრილის №2-47  ბრძანება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია