ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-03
გამოქვეყნების თარიღი
2022-12-09
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017597
ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №37

2014 წლის 3 იანვარი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №522 - ვებგვერდი, 11.12.2017წ.

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები. 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის  დადგენილება №522 - ვებგვერდი, 11.12.2017წ.

მუხლი 2
 

დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები


საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №522 - ვებგვერდი, 11.12.2017წ.

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ტექნიკური რეგლამენტი „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“ (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. რეგლამენტი ადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ინსპექტირების პერიოდულობასა და საფასურებს შესაბამისი კატეგორიისა და დანიშნულების მიხედვით. 

3. რეგლამენტში მოყვანილი მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებულ და დადგენილი წესით რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

4. რეგლამენტის მოთხოვნები არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს და არასაგზაო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 05.03.2019წ.

მუხლი 2. რეგლამენტის მიზანი

რეგლამენტის მიზანია:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ორგანიზაციულ-ტექნიკური და ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბება;

ბ)  სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ინსპექტირების საფასურის განსაზღვრა;

გ) საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან;

დ) ავტოსატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის  დადგენილება №522 - ვებგვერდი, 11.12.2017წ.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის  შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (შემდგომში – ინსპექტირება) – ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ1) განმეორებითი ინსპექტირება − ტერმინი განისაზღვრება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული მასა – ტვირთით, მძღოლითა და მგზავრე­ბით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების მასა, რომელის ზღვარს ადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლი (მწარმოებლი);

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების აღჭურვილი (საკუთარი) მასა – ავტოსატრანსპორტო საშუალების მასა ტვირთის (მგზავრების) გარეშე, კვების, გაგრილების, შეზეთვის და სხვა სისტემების შევსებული მოცულობებით საექსპლუატაციო დოკუმენტაციის შესაბამისად, დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული მაკომპლექტებელი ინსტრუმენტებით და აღჭურვილობით, სათადარიგო საბურავის ჩათვლით;

ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტვირთამწეობა – ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული მასისა და აღჭურვილი (საკუთარი) მასის სხვაობა;

ვ) პირველად გამოყენების თარიღი – ავტოსატრანსპორტო საშუალების პირველი რეგისტრაციის თარიღი.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის  დადგენილება №522 - ვებგვერდი, 11.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №562 – ვებგვერდი, 12.12.2022წ.

მუხლი 4. ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები

ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათი დანიშნულებისა და მახასიათებლების მიხედვით, იყოფა კატეგორიებად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული ”სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ” შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად (დანართი №1).

მუხლი 5. ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა (დანართი №2) განსაზღვრულია მათი კატეგორიების მიხედვით, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 6 მაისის 2009/40/EC დირექტივის − „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების შესახებ“ საფუძველზე, საქართველოში არსებული საავტომობილო პარკის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სერვისის სისტემის მდგომარეობის გათვალისწინებით. 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის  დადგენილება №522 - ვებგვერდი, 11.12.2017წ.

 
 
 
დანართი №1
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 05.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №562 – ვებგვერდი, 12.12.2022წ.

სატრანსპორტო საშუალებების დაყოფა კატეგორიებად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ შემაჯამებელი რეზოლუციის“

(დოკუმენტი: TRANS/WP-29/78/Rev.1/Amend/2, მიღების თარიღი: 13/08/97) შესაბამისად

 

სატრანსპორტო საშუალების კატეგორია

სატრანსპორტო საშუალების სრული მასა * ტ

სატრანსპორტო საშუალების დანიშნულება

M1

–

არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება

 

M2

არაუმეტეს 5 **-ისა

8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება

M3

5-ზე მეტი **

 

 

N1

არაუმეტეს 3,5 ***-ისა

ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალება 

N2

3,5-ზე მეტი არაუმეტეს 12,0 ***-ისა

 

N3

12,0-ზე მეტი ***

 

O1

არაუმეტეს 0,75-ისა

 

მისაბმელები – სატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებადი

O2

0,75-ზე მეტი

არაუმეტეს 3,5-ისა

 

მისაბმელები და ნახევარმისაბმელები – სატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებადი

O3

3,5-ზე მეტი **** არაუმეტეს 10-ისა

მისაბმელები და ნახევარმისაბმელები – სატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებადი.

O4

10-ზე მეტი ****

 

შენიშვნები:

1. გამოყენებული აღნიშვნები:

* – სპეციალურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული სპეციალური          მოწყობილობა განიხილება, როგორც ტვირთის ეკვივალენტი;

** – შესახსრებული ავტობუსი შედგება ორი ან მეტი განუცალკევებლად დაკავშირებული სექციისგან, რომლებშიც განთავსებულია მგზავრთა სალონები, ერთმანეთთან დაკავშირებული გასასვლელით მგზავრთა თავისუფალი გადაადგილებისთვის, განუცალკევებელი სექციები მუდმივად დაკავშირებულია ერთმანეთთან და მათი განცალკევება ხდება მხოლოდ სალონებში არსებული სპეციალური მოწყობილობით. შესახსრებული ავტობუსი, რომელიც შედგება ორი ან მეტი განუცალკევებელი, მაგრამ შესახსრებული სექციისგან და განიხილება, როგორც ერთი სატრანსპორტო საშუალება;

*** – ნახევარმისაბმელის ბუქსირებისთვის განკუთვნილი უნაგირა საწევრების სრულ მასაში იგულისხმება საწევრის (აღჭურვილ მდგომარეობაში) მასისა და იმ მასის ჯამი, რომელიც შეესაბამება ნახევარმისაბმელისაგან უნაგირა-ჩასაბმელი მოწყობილობის მეშვეობით საწევარზე გადაცემულ მაქსიმალურ სტატიკურ ვერტიკალურ დატვირთვას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საწევრის ტვირთის მაქსიმალური მასით;

**** – სპეციალურ საწევართან ცენტრალური ღერძით ჩაბმული ნახევარმისაბმელისთვის ან მისაბმელისთვის სრულ მასად მიიჩნევა მასა, რომელიც შეესაბამება მაქსიმალურ სტატიკურ-ვერტიკალურ დატვირთვას ღერძიდან (ღერძებიდან) საყრდენ ზედაპირზე, როდესაც ნახევარმისაბმელი ან მისაბმელი მაქსიმალურად დატვირთულია.

2. M2, M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებები დამატებით დაყოფილია კლასებად:

ა) I – საქალაქო ავტობუსები – ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აღჭურვილია სავარძლებითა და ფეხზე მდგომი მგზავრების გადასაყვანად ადგილებით, გასასვლელის გარდა;

ბ) II – საქალაქთაშორისო ავტობუსები – ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აღჭურვილია სავარძლებით, მაგრამ რომლებშიც დასაშვებია გასასვლელში მდგომი მგზავრების გადაყვანა;

გ) III – შორი მიმოსვლის ავტობუსები – ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ მჯდომარე მგზავრებისთვის შორ მანძილზე, საკმარისად მაღალი კომფორტულობით.

3. 02, 03, 04 კატეგორიის მისაბმელების (ნახევარმისაბმელების) დამატებითი კლასიფიკაცია ხდება ტიპების მიხედვით:

ა) ნახევარმისაბმელი – ბუქსირებადი სატრანსპორტო საშუალება, რომლის ღერძ(ებ)ი განლაგებულია სრულად დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მასის ცენტრის უკან, აღჭურვილია უნაგირაჩაბმის მოწყობილობით, რომელიც საწევარს გადასცემს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ დატვირთვებს. ნახევარმისაბმელის ერთი ან მეტი ღერძი შეიძლება, იყოს წამყვანი საწევრის ამძრავით;

ბ) მისაბმელი – ბუქსირებადი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია, სულ ცოტა, ორი ღერძით და წევით – გადაბმის მოწყობილობით, რომელსაც შეუძლია მისაბმელის მიმართ ვერტიკალური გადაადგილება და წინა ღერძ(ებ)ის მიმართულების მართვა, მაგრამ გადასცემს საწევარს უმნიშვნელო სტატიკურ დატვირთვას. მისაბმელის ერთი ან მეტი ღერძი შეიძლება, იყოს საწევრის ამძრავით;

გ) მისაბმელი ცენტრალური ღერძით – ბუქსირებადი სატრანსპორტო საშუალება, წევითჩაჭიდების მოწყობილობით, რომელსაც არ შეუძლია მოძრაობა საწევრის მიმართ ვერტიკალურ სიბრტყეში. მისაბმელის სრული დატვირთვისას ღერძ(ებ)ი მასის ცენტრის მიმართ გადანაცვლებულია ისე, რომ საწევარს გადაეცემა მხოლოდ უმნიშვნელო ვერტიკალური დატვირთვა, რომელიც არ აღემატება მისაბმელის მასის 10%-ს ან 10 კნ-ს (მითითებულ მნიშვნელობებს შორის უმცირესი). ერთი ან მეტი ღერძი შეიძლება, იყოს წამყვანი საწევრიდან ამძრავით.

 

დანართი №2

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის  დადგენილება №522 - ვებგვერდი, 11.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 05.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №562 – ვებგვერდი, 12.12.2022წ.

სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (მათ შორის, განმეორებითი ინსპექტირების) პერიოდულობა და საფასურები მათი კატეგორიისა და დანიშნულების მიხედვით

 

სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები

სატრანსპორტო საშუალების დანიშნულება და მახასიათებლები

სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების პერიოდულობა

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური (გარდა განმეორებითი ინსპექტირებისა)

განმეორებითი ინსპექტირების საფასური

1

M2  M3

8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ექვს თვეში ერთხელ

100 ლარი

30 ლარი

2

N2  N3

3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი  ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს

100 ლარი

30 ლარი

3

O3  O4

3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს

60 ლარი

20 ლარი

4

M1

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებები

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს

60 ლარი

20 ლარი

5

M1

ტაქსები

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ექვს თვეში ერთხელ

60 ლარი

20 ლარი

6

N1

პიკაპი

ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ − ყოველ წელიწადს

60 ლარი

20 ლარი

7

N1

არაუმეტეს 3500 კგ-ზე  სრული მასისა და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და ტრაქტორების გარდა

ორი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს

60 ლარი

20 ლარი

8

M1

არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები

ოთხი  წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.  გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ − ყოველ წელიწადს

60 ლარი

20 ლარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც აღჭურვილნი არიან მხოლოდ ელექტროძრავით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 48 ლარით, ხოლო განმეორებითი ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 15 ლარით.

 


კრებსითი — სრული ვერსია