ტექნიკური რეგლამენტის - „საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული უსაფრთხოების ნორმები“ დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-03
გამოქვეყნების თარიღი
2015-08-27
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017585
ტექნიკური რეგლამენტის - „საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული უსაფრთხოების ნორმები“ დამტკიცების შესახებ

(ძალადაკარგულია - 27.08.2015, №450)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №28

2014 წლის 3 იანვარი

   ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის - „საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული უსაფრთხოების ნორმები“ დამტკიცების შესახებ

 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის   58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე :

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული  ტექნიკური რეგლამენტი –„საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული უსაფრთხოების ნორმები“.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 26 მარტის №132/ნ ბრძანება „საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული უსაფრთხოების ნორმების დამტკიცების შესახებ.“
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია