ტექნიკური რეგლამენტის - „რადიაქტიურ ნივთიერებებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ძირითადი სანიტარიული წესები“ დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-03
გამოქვეყნების თარიღი
2015-08-27
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017582
ტექნიკური რეგლამენტის - „რადიაქტიურ ნივთიერებებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ძირითადი სანიტარიული წესები“ დამტკიცების შესახებ

(ძალადაკარგულია - 27.08.2015, №450)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №34

2014 წლის 3 იანვარი

ქ.თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის - „რადიაქტიურ ნივთიერებებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ძირითადი სანიტარიული წესები“ დამტკიცების შესახებ

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  58‑ე მუხლის მე‑2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12  და  25-ე მუხლების საფუძველზე:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - „რადიაქტიურ ნივთიერებებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ძირითადი სანიტარიული წესები“.
მუხლი 2
 

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 4 მარტის  №42/ნ ბრძანება „რადიაქტიურ ნივთიერებებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ძირითადი სანიტარიული წესების შესახებ.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია