„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის №114 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
454
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-07-07
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის №114 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №4 54

2008 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის №114 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის №114 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და პირველი პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ ბ) ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 1 482 869 (ერთი მილიონ ოთხას ოთხმოცდაორი ათას რვაას სამოცდაცხრა) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ბ.ა) პატარა ლიახვის ხეობის სოფლების – ფრისი-ერედვის მონაკვეთზე, საავტომობილო გზის გასწვრივ გარე განათება;

ბ.ბ) პატარა ლიახვის ხეობის სოფლების – ერედვის, არგვიცის, ფრისის, ქსუისის, ზარდიაანთკარის, დისევის გაზიფიცირება;

ბ.გ) სოფლების – ერედვის, დისევის, არცევის, საცხენეთის სასმელი წყლით მომარაგების საპროექტო სამუშაოების განხორციელება;

ბ.დ) სოფელ ბელოთის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის გაფართოება;

ბ.ე) სოფელ არგვიცის სასმელი წყლის საძიებო სამუშაოების შესრულება;

ბ.ვ) სოფლების – დისევის, ვანათის ჯოჯიაანთ უბნის, საცხენეთის, აწრისხევის სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

ბ.ზ) სოფელ ბერულის სასაფლაოს შემოღობვა;

ბ.თ) სოფელ ბერულის ქვემო უბნის სარწყავი წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაცია;

ბ.ი) ერედვის კულტურის სახლის გათბობის სისტემის მოწყობა;

ბ.კ) სოფელ ქსუისის შუა უბნის სასმელი წყლის შიდა ქსელის მშენებლობა;

ბ.ლ) სოფლების – ქსუისისა და დისევის ცენტრალური საუბნო გზების მოხრეშვა;

ბ.მ) სოფელ არცევის ქვემო უბნის გზის მოხრეშვა;

ბ.ნ) სოფლების – არგვიცის, ბერულის, ერედვის სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

  პრემიერ-მინისტრი                                         ვ. გურგენიძე    

კრებსითი — სრული ვერსია